ამ გვერდის გაკეთების იდეა მაშინ გაგვიჩნდა, როდესაც მივხვდით, რომ მხოლოდ რამოდენიმე ინტერნეტ რესურსი არ გვყოფნიდა. მივხვდით, რომ გვინდოდა მეტი გვეწერა და არ გვყოფნიდა ისეთი პლატფორმები, როგორიცაა მაგალითად მშვენიერი საფეხბურთო და სპორტული საიტი sportall.ge , სადაც მრავალი წელია ერთ-ერთი ჩვენგანი, კერძოთ კი ცნობილზე უცნობილესი (!) გადასარევი გიორგი რეგულარულად წერდა (სანამ არ დაუბლოკეს ერთხელ რაღაც ნაწერი, გაბრაზდა და დატოვა საიტი :)) კითხეთ, ასეთი ხასიათი აქვს) . შემდეგ იყო დიდი ხანი, როდესაც სხვის ნაწერზე ვაკომენტარებდით სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა გვერდებზე, იქნებოდა ეს ზემოთაღნიშნული გვერდი, თუ ფეისბუქ, ინსტაგრამ გვერდები.
თუმცა იყო, რაღაც დანაკლისის განცდა. პირველ რიგში კი დილით, მაგალითად საუზმისას, ან ვახშიმსას, როდესაც გინდა გემრიელად მოკალათდე და წაიკითხო რამე საინტერესო იმ ფეხბურთელებზე, ან იმ მატჩებზე, რომელზეც ფიქრობ და ელოდები... ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი ძვირფასი მეგობრის - "გადასარევი გიორგის" წერის უნარებისა , ფეხბურთის ცოდნის და ამ სიტყვების ავტორის შეხედულებათა განსხვავებული კუთხის კოლაბორაციის წყალობით, გავხსნათ ეს გვერდი და ვწეროთ მხოლოდ ის და იმაზე, რაც თავად გვინდა და გვაინტერესებს.
იმედია ეს ყველაფერი თქვენთვისაც ძალიან, ძალიან, ძალიან საინტერესო იქნება :))
გისურვებთ თქვენც და ჩვენც წარმატებებს!
Თუ გვკითხავთ რატომ გონიათ, რომ ეს გვერდი ასეთი ძალიან საინტერესო იქნებაო...
გეტყვით, რომ კი არ გვგონია :) ვიცით თქო...
რადგან აქ ჩემთან ერთად თავად გადასარევი გიორგია!